მთავარისიახლეებისაზოგადოება“მთავარი არხის” ეთერში გასვლას ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან

“მთავარი არხის” ეთერში გასვლას ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან

Published on

“მთავარმა არხმა” მაუწყებლობა დაიწყო – გუშინ ეთერში გავიდა პირველი საინფორმაციო გამოშვება “მთავარზე” და ეკა კვესიტაძისა და ნიკა გვარამიას ,,მთავარი აქცენტები.”

“მთავარი არხის” ეთერში გასვლას ჟურნალისტები და პოლიტიკსები ეხმაურებიან

ინგა გრიგოლია კოლეგებს “მთავარი არხის” ეთერში გასვლას ულოცავს:

,,სულ სხვა გემო აქვს,როცა ნულიდან იწყებ და აწყობ, გამოცდილი მაქვს და ვიცი.ბრჭყვიალა და აწყობილი ტელევიზიის კარს რომ გიკეტავენ და კიბეებზე დამჯდარი გეგმავ გადაცემას და შენი ხელებით აწყობ ახალ არხს, ეს სულ სხვა აზარტია, სულ სხვა მუღამია.სულ ვამტკიცებ,რომ აზრი აღარ აქვს ტელევიზიების ,გადაცემების და ჟურნალისტების დაბლოკვას. 21-ე საუკუნეა გარეთ. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს ,,მთავარი არხიდან,ყველას ერთად ვულოცავ ხელახლა დაბადებას”.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” ეთერში გასვლას ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს:

“გუშინ ვუყურე “მთავარ არხს” და მინდა ვუთხრა გვარს არ დავასახელებ და ამ ხელისუფლებას: ამდენი იჩალიჩეთ, ამდენი იწვალეთ, ამდენი ინერვიულეთ, ამდენი ილაპარაკეთ, ამდენი საჩივარი წერეთ, ამდენი ტროლი და ბოტი დაგეშეთ, ამდენი ასავალი აყვირეთ და დასავალი აბაზრეთ, ამდენი აქციები მოაწყვეთ, ამხელა სტრასბურგიც მოიგეთ და მაინც როგორ დაგერხათ!
#ჯერსადახართ ”- წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“წარმოუდგენლად ძლიერები, მაგრები და გენიოსები ❗️ 19 დღეში, ახალი არხი, ახალი ეთერი და “მთავარი არხი”❗️ მომიყევით თუ იცით ანალოგიურო ამბავი და ვიტყვი, რომ დიდი ვერაფერითქო, მაგრამ აღიარეთ ნიკა გვარამია უძლიერესია.  ქედს ვიხრი თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის თუ ტექნიკური პერსონალის წინაშე – თქვენ  შეუძლებელი შეძელით და ისტორიას წერთ, მეგობრებო.  ბატონო ბიძინა, გაიღვიძეთ უსერიოზულესად გიტევენ – ახლა უკვე “მთავარი არხიდან” 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...