მთავარისიახლეებიპოლიტიკამადამ პრეზიდენტისგან გასაკვირი არაფერია, საკითხავი ის არის , როგორ...

მადამ პრეზიდენტისგან გასაკვირი არაფერია, საკითხავი ის არის , როგორ უძლებდა ხატია მოისწრაფიშვილი მას

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვებს  პრესსპიკერის გათავისუფლების მიზეზზე – მთავარი არხის ჟურნალისტი პრეზიდენტს სახლთან დახვდა, ზურაბიშვილმა კი კომენტარის ნაცვლად მას მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა.

“ჩაჯექით მანქანაში, იმიტომ რომ წვიმს, თორემ კითხვებზე პასუხს არ ვაპირებ, არ ვაპირებ მანქანაში გიპასუხოთ”, — უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტს.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება. — აცხადებს ადმინისტრაცია. (საუბარია ხატია მოისწრაფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსსა და ამჟამად „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნოდარ მელაძეს).

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული და ის ბიულეტენიდან გასვლის შემდეგ სამსახურის დატოვებას გეგმავს.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

„პრეს-სპიკერს რომ გაუშვებ სამსახურიდან გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო. რომ ვთქვა, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდათო, ტყუილი იქნება, ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსახური განცხადებების გახმოვანებას- ასეთ კომენტარს ავრცელებს ინგა გრიგოლია პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წაჯექ-უკუჯექობაზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...