,,ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენი ადგილი დარჩება ისტორიის უბნელეს მხარეს – ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და მთავრობის წევრებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხელისუფლების წევრები საქართველოს მოღალატეებს შეადარა და მიმართა, რომ ისინი თავისუფლებისათვის ბრძოლის მთავარი ანტიგმირები არიან.
„დიახაც რაც არუნდა ეცადოთ და ხელი შემიშალოთ ჩემი სიტყვის წარმოთქმაში ჩვენი ბრძოლა გრძელდება და კიდევაც გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს, თქვენი ადგილი რჩება ციციანოვ-ერმოლოგთან, თქვენი ადგილი რჩება ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, თქვენი ადგილი რჩება როდიონოვ-ლებედთან, თქვენი ადგილი რჩება გავრილოვ-პუტინთან, თქვენი ადგილი რჩება ჩახალიან – სკრილიკოვთან, თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილ – გახარიას ანაბარა გრძელდება საქართველოს ისტორია და თქვენ ამ ისტორიაში, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი თავის როგორობა. თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელ და სწორ ადგილას, თქვენი ადგილი არ არის მორალურად სწორ მხარეს. რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი ისტორიაში იქნება მაგრამ სხვა ადგილას, რომლის თაობაზე მე უკვე ვისაუბრე. დიახ, თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავრი ანტიგმირები ხართ თქვენ დღეს და ეს, არ უნდა გეწყინოთ, მეც ბედნიერი ვიქნებოდი ამ სიტყვების წარმოთქმის აუცილებლობა რომ არ მქონოდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ივანიშვილი, თქვენი მეშვეობით აყალიბებს და განამტკიცებს რუსულ რეჟიმს ქართულ მიწაწყალზე, ყველა თავისი ატრიბუტით“ -ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობის წევრებს.ნიკა მელიას თქმით, ქართული ოცნება დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ფეხქვეშ თელავს და აბრუნებს რუსული კოლონიისა და გუბერნიის მფლობელობაში.„მტკივნეულია ამის მოსმენა მაგრამ ფაქტი, ივანიშვილის მეშვეობით და თქვენ ივანიშვილის მეშვეობით, რაღა მნიშვნელობა აქვს, ერთნი ხართ და ერთ მიზანს ემსახურებით, კიდევ ერთხელ ფეხქვეშ თელავს ქართულ სახელმწიფოს მის ღირებულებებს კონსტიტუციას, ინსტიტუტებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მოქლაქეობრივ უფელებებს, მაგრამ ყველაზე უფრო მთავარს თელავთ ფეხქვეშ – იმ მრავალსაუკუნოვან ერთობლივ მონაპოვარს ჩვენი საერთო სამშობლო ჰქვია. დიახაც, თელავთ იმ სამშობლოს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მხოლოდ და დამოუკიდებლად უნდა მოიხესენიეობიდეს ივანიშვილი და თქვენ აბრუნებთ რუსული კოლონიიის და გუბერნიის მფლობელობაში, დიახაც აბრუნებთ იქ საიდანაც, გამოვედით და გამოვაღწეით დიდი ტკივილით, გმირობებით მსვერპლით და მაინც მთავრი გამარჯვებით. გამოვაღწიეთ იმ გამარჯვებით, რომელიც მრავალსაუკუნოვანია, რომელიც ამ დარბაზში დაგვირგვინდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ ამცნო მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს“ – განაცხადა ნიკა მელიამ
„თქვენ მიიღეთ გამოწვევა ქართული სახელმწიფოსგან“ – ნიკა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს ისტორიული რეალობა შეახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში იყვნენ მოღალატეები, რომელთაც ისტორიამ თავისი ადგილი მიუჩინა. მანვე ხელისუფლების წევრებს მიმართა, რომ აქვთ შანსი დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.
“როგორ ხდება, როცა ამდენი მოღალატე არსებობს საქართველოს ისტორიაში და საუკუნეებს გამოუვლია… მე მესმის არის მწარე სიმართლე, სიმართლე, რომელიც ზოგჯერ თვალსაც კი გვთხრის, მაგრამ თქვენ კიდევ გაქთ შანსი გამოასწორო და დადგეთ იქ, სადაც ისტორიულად უნდა დგებოდეს პატრიოტი ადამიანი”
„დიახაც ნათელი და თავისუფალი საქართველო არის ჩვენი მომავალი და არა ის უბნელესი აწმყო, რომელიც გიკავიათ თქვენ. ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიას, ისტორიამ თქვენ უკვე ადგილი გამოგიყოთ და ეს არის გავრილოვი და კრემლი. ჩვენიც უცხადესია, ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამ ქვეყნის დამოუკიდებელი მომავალი.
ძალიან ბევრი რამ შემეძლო მეთქვა, მაგრამ ამის თქმა მინდა მხოლოდ და ვნახოთ გამოწვევა თქვენ მიიღეთ ქართული სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არ დავიზარებ, არცერთ საქართველოს მოქალაქეს მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არ უთქვმს რომ მოღალატე არის ან რა მნიშვნელობა აქვს ნებსით თუ უნებლით მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა საუკუნეებმა გაუძლო მათ რეალურ ნაბიჯებს რადგან ეს თქვენ იცით მშვენოვრად და თქვენი ადგილი იმ ადამიანების რიგებშია, რომელიც მე ჩამოვთავალე დაწყებული ციციანოვიდან დამთავრებული ბატონი გახარიათი“ – განაცხადა ნიკა მელიამ და ამ სიტყვებით დაასრულა თავის გამოსვლა.