მთავარისიახლეებიპოლიტიკაემზარ კვიციანი იგინება და წიხლებს ყრის - ცხვარიც ცხვარია, თუ გაცხარდა,...

ემზარ კვიციანი იგინება და წიხლებს ყრის – ცხვარიც ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარეა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

განცხადებაში ნათქვამია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება რამდენიმედ საათის წინ მოხდა. ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც აქციის ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს . მან აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“. „მონა ხარ“ .

ადგილზე პოლიცია მივიდა, თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვებოდ ადა აცხადებდა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

ინციდენტის შემდეგ კვიციანმა „ფეისბუქის“ პირად  გვერდზე  დაწერა, რომ, რაც მოხდა, კონკრეტულად მის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, ცოტა ხნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უარყოფითი კომენტარების შემდეგ, სტატუსი წაშალა.

ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილია” აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა ემზარ კვიციანის მიერ დაანონსებულ კონტრაქციასთან დაკავშირებით განაცხადა:. ,,ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე, დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დაკავეს და ისევ დამარტყა. ეხლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დაანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ასეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში

.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...