მთავარისიახლეებიპოლიტიკარა სურთ ქალებს? - გახარიამ აქედანვე უნდა დაგეგმოს ვიზიტები მოსკოვში...

რა სურთ ქალებს? – გახარიამ აქედანვე უნდა დაგეგმოს ვიზიტები მოსკოვში ჰიბრიდული ომისა და ნაციონალური მოძრაობის დასასრულებლად: ერთად ჩვენ შევძლებთ!

Published on

,,მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ, ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან” – ასე მიმართა გიორგი გახარიას პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრაზე ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების წევრებთან.

,,კარგია ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით მხარს ვუჭერდით ამ ფორმატებს. მათ თავისი ფუნქცია გააჩნიათ და შინაარსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც, პატარა მაინც წარმატებას და წინსვლას. რატომ? იმიტომ რომ დიდი ხანია, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზულ და ფართომასშტაბიან სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ოსეთთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა. ამაში კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ, ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში.

,გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომატიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ცდილობს რა შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა”ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას Facebook-ზე გამოეხმაურა.

ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტობის კანდიდატს გიორგი გახარიას განუცხადა, რომ მისი მუქარა ენმ – ს მიმართ ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და კოჰაბიტაცია დასრულდეს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი.ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები – ” მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ”, და ა.შ.ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ნახავთ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...