მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ'' - ინაშვილი გახარიას თხოვს ერთი კვირით დანიშნოს...

,,ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ” – ინაშვილი გახარიას თხოვს ერთი კვირით დანიშნოს მთავარ პროკურორად

Published on

ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტობის კანდიდატს გიორგი გახარიას განუცხადა, რომ მისი მუქარა ენმ – ს მიმართ ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და კოჰაბიტაცია დასრულდეს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები – ” მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ”, და ა.შ.

ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს პარლამენტში ფრაქცია ენმ – სთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსად არ წავა და უმალ ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...