მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ'' - ინაშვილი გახარიას თხოვს ერთი კვირით დანიშნოს...

,,ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ” – ინაშვილი გახარიას თხოვს ერთი კვირით დანიშნოს მთავარ პროკურორად

Published on

ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტობის კანდიდატს გიორგი გახარიას განუცხადა, რომ მისი მუქარა ენმ – ს მიმართ ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და კოჰაბიტაცია დასრულდეს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები – ” მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ”, და ა.შ.

ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს პარლამენტში ფრაქცია ენმ – სთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსად არ წავა და უმალ ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...