მთავარისიახლეებისაზოგადოებათემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანეს ახალნამშობიარები ქალი, ჩვილის ადგილსამყოფელი კი ამ...

თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანეს ახალნამშობიარები ქალი, ჩვილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია

Published on

გუშინ გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით, კერძოდ მშობიარობის შემდგომი სისხლდენით შეიყვანა ახალნამშობიარები ქალი.

საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით ახალშობილი თან არ ახლდა და ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდეც უცნობია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...