მთავარისიახლეებიპოლიტიკაფადი ასლი: ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის პროექტისა და ...

ფადი ასლი: ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის პროექტისა და პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას პროკურატურის მეშვეობით, რომელიც მიკი მაუსის სტუდიას დაემსგავსა

Published on

ეს საქმე ცუდად მოუბრუნდება  ბიძინა ივანიშვილს და პროკურატურას, რომელიც მიკი მაუსის სტუდიას, უოლტ დისნეის ოფისს დაემსგავსა, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის. ისინი საფრთხეს უქმნიან საბანკო ინსტიტუტებს, ბიზნეს კლიმატს, საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სანდოობას,“ – განაცხადა ბიზნესმენმა ფადი ასლიმ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების   მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას

მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ უმსხვილესი და ძლიერი საბანკო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელზეც მიმდინარე მოვლენები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს არის აშკარა საქმე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავიდან მოიშოროს მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი. ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის პროექტის განადგურებას, ის პროკურატურას იყენებს მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად. ბიძინა ივანიშვილ,ი   როგორც რამდენჯერმე ადრე, თავს დაესხა თევზს, რომელიც ძალიან დიდია იმისთვის, რომ გადაყლაპოს. ეს ძალიან უარყოფითად მოუბრუნდება საქართველოს, მის რეპუტაციას ინვესტიციების თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, როგორც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების   მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, საქმეში უკვე დაგროვდა მასალები, რომლითაც შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამასთან, მისი ინფორმაციით, აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე საქმეში მასთან ერთად ჩაერთო ორი უცხოელი კვალიფიციური და ავტორიტეტული ადვოკატი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მასთან ერთად იმუშავებენ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...