მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე არსად წასვლას არ ვაპირებ - თქვენ დაგასრულებთ" - გიორგი გახარიას მუქარა...

“მე არსად წასვლას არ ვაპირებ – თქვენ დაგასრულებთ” – გიორგი გახარიას მუქარა ნაცმოძრაობას

Published on

მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ – მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.

გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია არიან და 2020 წელს დარჩებიან ქუჩაში.

„ის, რაც ახლა აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე – ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ“, – განაცხადა გახარიამ

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...