მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: უგულავას წასვლაზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სისულელე...

გიგა ბოკერია: უგულავას წასვლაზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სისულელე და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება

Published on

პარტია ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გადაცემა ,,360 გრადუსში” სტუმრობისას ისაუბრა. ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგალავა არსად წასვლას არ აპირებს და ეს საკითხი არც კი განიხილება. 

ბოკერიას თქმით, პარტიის შიგნით ხშირად იმართება მწვავე დისკუსიები, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ფასეულობით და ღირებულებით განსხავავებები პარტიის შიგნით არ ფიქსირდება. 

“განსხვავებით ერთი უკიდურესობისგან, რაც არის ქართული ოცნება, სადაც ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ასევე განსხვავებით, ოპოზიციური გაერთიანებისგან, სადაც სადღაც ღრუბლებშია მიხეილ სააკაშვილი და გაუგებარია რა სტატუსი აქვს და არის ქაოსი. ჩვენ გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ დისკუსია, მათ შორის მწვავე დისკუსია, მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ეს არ არის არც ფასეულობითი და არც ღირებულებითი განსხვავება, რომ რაიმე ტიპის გახლეჩვა გამოიწვიოს. გიგი უგულავა არსად წასვლას არ აპირებს, ის არის ამ გუნდის ლიდერი და ერთად ვაპირებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილისა და პრორუსული ძალების დამარცხებას.” — განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას ელენე ხოშტარია, ბოკერიამ უპასუხა — “იმედი მაქვს, რომ არა”.

“სხვის მაგივრად დარწმუნებული ვერ ვიქნები, გიგი უგულავასგან განსხვავებით, ელენე ხოშტარია პარტიაში ფორმალურ თანამდებობას არ იკავებს . უგულავაზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სისულელე და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება.”

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...