მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოჯახური ძალადობა ახალი ფენომენია და მამაკაცების "რანგის" დაკარგვას უკავშირდება"- სალომე ზურაბიშვილი

“ოჯახური ძალადობა ახალი ფენომენია და მამაკაცების “რანგის” დაკარგვას უკავშირდება”- სალომე ზურაბიშვილი

Published on

“

ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში, ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც “მეფეს” ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში, ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა.

ეს [ოჯახური ძალადობა] ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების “რანგის” დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც – ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე დარჩნენ”პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Madame Figaro-სთან ინტერვიუში, საქართველოში ქალის როლსა და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...