მთავარისიახლეებისაზოგადოებანანუკა ჟორჟოლიანი: ,,ყველა სტუდია პარალელურად კეთდება, ყველაფერი ერთად შენდება''

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ყველა სტუდია პარალელურად კეთდება, ყველაფერი ერთად შენდება”

Published on

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ სიტუაციას აღწერს, რაც ახლა „მთავარ არხზეა“. ტელეკომპანია ეთერში გასასვლელად ემზადება. მოსამზადებლად კი სულ რამდენიე დღე რჩება.

„ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის.

არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები)

ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.

როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...