მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიციის გაერთიანება იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა"- სალომე...

“ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიციის გაერთიანება იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა”- სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიციის გაერთიანება იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა Madame Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს


Madame Figaro: თქვენი კრიტიკოსები არ დაობენ თქვენს პრეზიდენტად არჩევაზე, თუმცა ხშირად მიუთითებენ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ცნობილმა ბიზნესმენმა, უმდიდრესმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოგიჩინათ. კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ეს პიროვნება მართავს ქვეყანას. რას უპასუხებდით მათ?

წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო (რედაქციის შენიშვნა : ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო 2012-დან 2013 წლამდე) და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...