მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგომელაური ადასტურებს, რომ ოსმა მესაზღვრეებმა წნელისთან დროშა აღმართეს, თუმცა ამბობს, რომ...

გომელაური ადასტურებს, რომ ოსმა მესაზღვრეებმა წნელისთან დროშა აღმართეს, თუმცა ამბობს, რომ ,,დასაზუსტებელია, რა ადგილია ეს – ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია თუ მათი

Published on

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა დღეს სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“.

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მოქმედება არ წარმოადგენს საფრთხეს საზღვართან მდებარე სოფლების კობისა და ჩორჩანას მცხოვრებლებისთვის და მიმართულია სასაზღვრო რეჟიმის დაცვის, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რომლებიც ზნაურის რაიონის საზღვრისპირა ზოლში ცხოვრობენ. ასევე მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის“, – ნათქვამია დე ფაქტო КГБ -ს განცხადებაში

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ადასტურებს , რომ დროშა აღმართულია, თუმცა ამბობს, რომ ,,დასაზუსტებელია, რა ადგილია ეს – ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა , თუ მათი/ – ახლა მთავარი საზრუნავია, რომ ადგილზე მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს’. გაააქტიურებულია უსაფრთხოების სამსახურის ცხელი ხაზი, ჩართულები არიან, როგორც შს სამინისტრო, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხვალ ტექნიკური, სამუშაო შეხვედრაა, იქაც დადგება საკითხი, დაზუსტდება და გაცნობებთ ინფორმაციას. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია იქ მცხოვრები მოსახლეობა”,- აცხადებს გომელაური.

.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....