მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება აღარაა კანონიერი და ის მოძალადე უზურპატორის რეჟიმად იქცა, რომლის წინააღმდეგს ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში გამართლებულია:
„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. . ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.
ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება.“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე