მთავარისიახლეებიპოლიტიკაკურსის ცვლილება სახეზე გვაქვს - უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გვყავდა...

კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს – უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გვყავდა – დავით ჭიჭინაძე

Published on

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გყვავდა.

„პრემიერ-მინისტრობა ამ ქვეყანაში, თურმე, კულუარებში უნდა დაიმსახურო. როგორც ჩანს , მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს, ანუ პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არ მგონია, რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი იმიტომ რომ, დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია. ყველაფერი ეს კი იმს ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება, რომელიც 2012 წლიდან გაუცია და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს – „ უკან წარსულში“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...