მთავარიUncategorizedდღეს პირველად ჩაეშვა მთავარი არხის სიგნალი. ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ

დღეს პირველად ჩაეშვა მთავარი არხის სიგნალი. ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ

Published on

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ. არხის ჩაშვების თაობაზე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამაც დაპოსტა:


დღეს პირველად ჩაეშვა მთავარი არხი • Mtavari Arkhi სიგნალი სატესტო რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მალე სილკ ტვ-ს და მაგთის აბონენტებსაც შეეძლებათ ჩვენი ხილვა 
9 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქვეყნის მთავარი არხი მაუწყებლობას იწყებს ”

მგონი , ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ მთავარი არხი • Mtavari Arkhiისევე ჭირდება ახლა რუსული წინააღმდეგობის მოძრაობას, როგორც ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და დედამიწას – სამართალი.” – აცახადებს ნიკა გვარამია

ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ არა მარტო მთავარი ტელევიზია, არამედ მთავარი ანტირუსული პლატფორმა, როგორც ვიყავით კიდეც, ოღონდ სხვა სახელით.

დიახ, მთავარი და ამ როლის დათმობას არც ერთი მიმართულებით არ ვაპირებთ. გვაქვს ამის ამბიციაც, შესაძლებლობაც და მორალური უფლებაც

გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. მთავარ არხზე გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თავლებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ.

ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), არხის ვიდეო და მუსიკალური შეფუთვა დროებითი იქნება. მთავარია, მაყურებლის ინტერესი და მაღალი მოლოდინი დავაკმაყოფილოთ, ეთერში შევიდეთ და შექმნილი გამაყრუებელი საინფორმაციო ვაკუუმი ამოვავსოთ.

აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა Dinoგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვრლესი და გენიალური Nikoloz Rachveli

აი, ასე ფუნდამეტალურად ვიწყებთ და საერთოდ არ ვხუმრობთ 

იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩენთან ერთად თავისუფლებ

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...