მთავარისიახლეებიმსოფლიორა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს 5G? - მზადება რევოლუციისთვის

რა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს 5G? – მზადება რევოლუციისთვის

Published on

მსოფლიოში 5G ტექნოლოგიის ფართო ათვისება მხოლოდ ახლა იწყება და ის მომავალში შესაძლოა გახდეს ისეთი გარდაქმნების საწინდარი, რომელიც კომუნიკაციების სექტორთან ერთად ტრანსპორტის სექტორსაც გარდაქმნის. 

მსოფლიოში პირველი, ვინც კომერციული 5G ქსელი დანერგა სამხრეთ კორეული კომპანია Korea Telecom-ი იყო. KT-ის CEO-მ ჩანგ გიუ ჰვანმა ჰააგაში გამართულ გლობალურ ენტერპრენიორობის სამიტზე 5G ინტერნეტის შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 5G ინტერნეტს ახლავს თან, ეს ქსელის განსაკუთრებით მაღალი გამტარიანობაა, რის გამოც, ის მხოლოდ სმარტფონის მომხმარებლებს შოის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, არამედ ავტონომიური ავტომობილების მართვის ქსელის ხერხემალი და ამავდროულად ბიზნესებისთვის სხვა და სხვა სერვისის მიწოდების სისტემა გახდება. 

5G ინტერნეტი – სამხრეთ კორეული გამოცდილება 

“სამხრეთ კორეა არის პიონერი 5G ინტერნეტის დანერგვაში. უკვე ერთ მილიონზე მეტ აბონენტს აქვს წვდომა მასთან. კორეის ტელეკომის ქსელი მოსახლეობის 60%-ის ადგილმდებარეობის დაფარვას უკვე უზრუნველყოფს, 2019 წლის ბოლომდე დაფარვის ზონა 80%-მდე გაიზრდება. 

მზადება 5G ქსელისთვის გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს განვაცხადეთ, რომ გვინდოდა ვყოფილიყავით პირველი ვინც მას შექმნიდა. შესაბამისად, ჩვენ მხარ და მხარ ვმუშაობდით ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიების მწარმოებლებთან, რათა თავად 5G ტექნოლოგია დაგვეხვეწა და დაგვემუშავებინა. ერთობლივი ძალისხმევით, 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპაიდაზე წარმატებით წარვადგინეთ პირველი კომერციული 5G ქსელი. 

2019 წელს კი ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც 5G ქსელი მომხმარებლებისთვის გახსნა. 

რატომ 5G? 

5G არის ახალი თაობის ქსელი, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი სიჩქარის კავშირს უზრუნველყფოს. ეს არ არის კავშირი მხოლოდ თქვენს მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტს შორის, ეს არის კავშირი, სადაც სიჩქარე ჩვეულებრივ LTE-სთან შედარებით 20-ჯერ მეტია, ხოლო უკუკავშირის სიჩქრაე [latency] 10 ჯერ ნაკლებია. 

KT-ის 5G ქსელი დღეს 1-1.2 გიგაბიტ წამის სიჩქარისაა. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ რომ ის 20 გიგაბიტ წამამდეც გავზარდოთ. ასეთი სიჩქარის დროს, ამ ქსელის შესაძლო გამოყენების შესაძლებლობათა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. საუბარია სრულიად ავტონომიური ავტომობილების ქსელისთვის ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ვირტუალური რეალობის [VR] ხელსაწყოების ჩართულობის ზრდაზე და სხვა მრავალ შესაძლებლობაზე. 

5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქურა საშუალებას იძლევა დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები, როგორიცაა რობოტული ქირურგიული ოპერაციები, როდესაც ასობით კილომეტრის მოშორებით მყოფი ქირურგი, ვირტუალური რეალობისა და რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით რეალურ დროში აკეთებს ოპერაციებს. 

“ინტერნეტი ნივთებისთვის” ეს იქნება გარდაუვალი მოვლენა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ჩვენ გარშემო ფაქტის სახით იარსებებს, ჩვენ ვიხილავთ უფრო და უფრო მეტ ნივთსა თუ მოწყობილობას, რომელიც იქნება ჭკვიანი. ყველა ამ ჭკვიან ნივთს კი კავშირგაბმულობა ესაჭიროება, რომელსაც არსებული LTE ქსელი უბრალოდ ვერ აუვა. 

5G ქსელს კი თავისუფალ შეუძლია ყველა ამ მოწყობილობის დატევა. 

5G ქსელის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შრეებად არის დაყოფილი. 

თითოეული შრე არის დარეზერვებული მისი სპეციფიკური გამოყენების მიზნისთვის, მათგან ერთი თქვენი მობილური ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი, სხვები კი სმარტ ნივთებიდან მომავალი სიგნალების, მრეწველობის სექტორისა თუ ავტონომიური მართვის ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი. 

სწორედ ასეთი კავშირგაბმულობა შეიძლება იქცეს იმის საფუძვლად, რათა მასზე მეოთხე ინდუსტრიული რევოცულია დაფუძნდეს. 

დღეს LTE ქსელის ძირითადი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები – მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ ქსელში არიან ჩართული და საკუთარი სმარტფონების მეშვეობით აგზავნიან და იღებენ ინფორმაციას. ჩვენ გვჯერა, რომ 5G ამას შეცვლის, დარწმუნებულები ვართ, რომ ქსელის დატვირთვასა და ათვისებაში B2B ბიზნესები იქნებიან ჩართული (ბიზნესები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სხვა ბიზნესებს). 

ამის მაგალითად, გეტყვით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემთმშენებელ კომპანია Hyundai-ს მათი წარმოების ოპტიმიზაციასა და უსაფრთხოების ზრდაში დავეხმარეთ. ჩვენ მათთვის შევქმენით ათასობით ჭკვიანი კამერა, რომლებიც ერთმანეთთან 5G ინტერნეტით არიან დაკავშირებული და ნეირონული ქსელით იმართებიან. ამ სისტემის მეშვეობით, გემთსაშენის დასაქმებულებს ვირტუალური ხედვის ჩაფხუტებში რეალურ დროში შეუძლიათ თვალყური ადევნონ შენების თითოეულ კომპონენტის – ნახონ თითოეული ნაწილის მოწოდების სქემა და შეამოწმონ ისიც, ჩამორჩებოდა თუ არა ის გეგმით განსაზღვრულ გრაფიკს. ახალი სისტემა რეალურ დროში ასევე გამოკვეთს უსაფრთხოების რისკებს და ამ რისკის მახლობლად მყოფ თანამშრომლებს სპეციალურ გაფრთხილებას აძლევს. 

ჩრდილოეთის ზღვაში ზღვის ლომების პოპულაციებზე დაკვირვებით დაწყებული, თქვენი ტელეფონით სტადიონიდან უწყვეტი ფეისბუქ ლაივის გაშვებით დასრულებული, ეს სისტემა ყველაფერს შეეხება და ყველაფერს გააუმჯობესებს.” 

5G ქსელის დანერგვა ნავარაუდევია, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის ინვესტიციად დაუჯდებათ. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დაქსელვის ღირებულება მინიმუმ 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, შესბაამისად, მომდევნო წლებში მობილური ოპერატორების მთავარი კაპიტალდაბანდებები სწორედ 5G-ის დანერგვასთან იქნება დაკავშირებული.

წყარო – Forbes.ge

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...