მთავარისიახლეებიმსოფლიო"ფორსაჟის" გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება

“ფორსაჟის” გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება

Published on

საქართველოში UNIVERSAl PICTURES-ის ბლოკბასტერის, Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებები 20 სექტემბერს დასრულდება, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ავრცელებს. 

ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. 

თბილისში გადაღებები უკვე გაიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხოლო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე კი 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება გადაღებების პროცესი. აღნიშნულის გამო, დედაქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები შეცვალა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გადაღებები პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე. 

”ჩვენ მოხარული ვართ გადავიღოთ ფილმის ერთ-ერთი კულმინაციური ნაწილი საქართველოში. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მრავალი სამთავრობო უწყების, განსაკუთრებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. იმ მომენტში, როდესაც დავინახე ქალაქის ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სტრუქტურების უნიკალური ნაზავი ამ შესანიშნავი ფერების და ტექსტურების ფონზე, ვიცოდი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვნეთ. თბილისი შექმნის იმ მშვენიერი ფონს, რომელიც Fast & Furious – ის მეცხრე ნაწილს ესაჭიროება.“ – განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...