მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტია -ზუგდიდის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

მესტია -ზუგდიდის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

Published on

ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის გზაზე, ავტოავარიის დროს დაშავებული 60 წლამდე ქალის მანანა დავარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო ავრცელებს: “ შემოყვანილ იქნა შუახანს გადაცილებული ქალბატონი,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ,დიაგნოზით: პოლიტრავმა,ქალა- ტვინის ღია ტრავმა,თავის ტვინის დიფუზური დაზიანება,თავის ტვინის ტრავმული შეშუპება,ტრავმული ეპიდურული ჰემატომა.გულმკერდის დახურული ტრავმა,ფილტვების დაჟეჟილობა,კომა,სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ავადმყოფს სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა რეზექციული დეკომპრესიული ტრეპანაცია. ამჟამად მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. უგრძელდება ინტენსიური თერაპია.”- განაცხადა რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. დაშავებული ქალის მეგობრის თქმით, მანანა მერსედესის მარკის ავტომობილით მეგობართან ერთად მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა,რა დროსაც მათი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და შეეჯახა ოპელის ტიპის მარკის ავტომობილს. შსს-ში აცხადებენ,რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ავარია აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ორი დღის წინ მოხდა.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...