მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს

მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს

Published on

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს სამთავრობო ცვლილებებზე. ,,პრემიერი თბილისში, ტექნოპარკში, სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. დეტალურად ისაუბრებს, შეაჯამებს საქმიანობას და იტყვის ხედვებზე”- ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. 

გუშინ, პირველ სექტემბერს, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სამთავრობო ცვლილებები განიხილეს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან ცვლილებების დეტალებზე არ ისაუბრეს. 

რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება. გუშინდწლი სხდომის შემდეგ ეს მოლოდინები გამყარდა

.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...