კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარია

0
590

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარია. საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.996 ლარი ღირს, ევრო 3.298 ლარი. თიბისი ბანკში დოლარი 3.0050 ლარი, ევრო – 3.3070.

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9457 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9379 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0078-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2523 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2531 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0008-ით გამყარდა.

წინა სტატია19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში გამაფრთხილებელ აქციას მართავს [Video]
შემდეგი სტატიაპარტიაში „თავისუფალი საქართველო” მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა გადახედოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური