მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე უარყოფს, რომ შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგია

კახი კალაძე უარყოფს, რომ შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგია

Published on

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე, – ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას  ეწინააღმდეგება.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი – მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...