მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო : ბახტაძე მიდის, გახარია მოდის

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო : ბახტაძე მიდის, გახარია მოდის

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება სწორედ, დღეს ქართული ოცნების ოფისში ჩანიშნული შეხვედრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარუძღვება. მმართველი გუნდი შეხვედრას 18:00 საათზე, უმრავლესობის ფორმატში გამართავს

უმრავლესობის დეპუტატები სწორედ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდებიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. შესაბამისად, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.


კულუარული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის ბედი გადაწყვეტილია და მას გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად მომავალ კვირას გაკეთდება.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გადამდგარად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. კონსტიტუციისთანახმად, ახალ მთვარობას მომავალი პრემიერი დააკომპლექტებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...