საქართველოში აშშ-ს საელჩო წნელისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

0
600

სოფელ ჩორჩანასთან აგებული ქართული საგუშაგო და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავ ყურადღების ცენტრშია. საგუშაგოს მოწყობის აუცილებლობა წარმოშვა რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე წნელისში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას.

ცხინვალი ქართული მხარის ამგვარმა პასუხმა მის პროვოკაციულ მოქმედებაზე უკიდურესად გააღიზიანა და ულტიმატუმს ულტიმატუმზე გამოთქვამს. ქართული მხარე კი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით საგუშაგოს მოხსნას არ აპირებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

“ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “ცხელი ხაზი” და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ,” – ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

წინა სტატიაEchowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებას განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატია,,ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე ” – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური