მთავარისიახლეებისაზოგადოებაEchowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

Echowaves-ის ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

Published on

„Echowaves 2019-ის“ ადმინისტრაცია ანაკლიაში 16 ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს.

„Echowaves Festival 2019 დასრულდა. კავკასიაში, ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე, 22-25 აგვისტოს ანაკლიამ ათასობით სტუმარს უმასპინძლა, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, თითოეულ ლოკალურ და საერთაშორისო არტისტს, რომლებიც 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიას ეწვივნენ და შექმნეს Echowaves Festival. 
საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-იდან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც. ფესტივალის გუნდი თანადგომას უცხადებს დაკავებულ 3 ადამიანს. რაც შეეხება ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთა დასახმარებლად სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიას: წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები გირაოს გადასახდელად. თუკი გსურთ, დაეხმაროთ დაკავებულებს, შეგიძლიათ თანხა გაიღოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000047075900GEL თიბისი ბანკი : GE28TB7880845061100086 Paypal: Zuura_Nizharadze@yahoo.com პირადი ნომერი: 60001147134 მიმღები პირი: ზურა ნიჟარაძე დანიშნულებაში მიუთითეთ, თუ ვის ურიცხავთ თანხას. #გუგასთვის #გიორგისთვის #თაკოსთვის მითითების გარეშე ჩარიცხული თანხა თანაბრად გაიყოფა სამივე დაკავებულზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...