ვის წყალობს სალომე ზურაბიშვილი, ვის არც კი განიხილავს შეწყალების ღირსად და რატომ

0
593

 


პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოპოზიცია თვლის, რომ პრეზიდენტის გულმოწყალება პოლიციელის მკვლელის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრის, ,,ქურდების პრეზიდენტის”, ლავასოღლის და სხვათა მიმართ, მაშინ, როცა ციხეში რჩება დეკანოზი გიორგი მამალაძე, პოლკოვნიკი ნაკანი, რომელიც არის რომ რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას” და არაერთი ღირსეული ადამიანი, რომელთა მიმართ ბრალდებები აშკარად შეთითხნილია, სამარცხვინო საქციელია.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილსი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ის არის უსინდისო და უპასუხისმგებლო”  .

პრეზიდენტმა გადაწყვიტა პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება, მაშინ, როცა მან ციხეში 4 წელი გაატარა 12 წლის ნაცვლად – ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, იმიტომ, რომ პოლიციის ვალია სწორედ საქართველოს მოქალაქეების დაცვა. ასეთი საკითხები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს. – აცხადებს ირმა ნადირაშვილი

წინა სტატიაშეხვედრა ერგნეთში – საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი დაგროვდა
შემდეგი სტატიარუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხაშურის სიახლოვეს, და ხელისუფლების უმწეო განცხადება: ,,სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური