მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა სალიას რიხი და ნიკა გვარამიას მესიჯი ,,მთავარარხელები ძალიან მალე გახევენ...

პაატა სალიას რიხი და ნიკა გვარამიას მესიჯი ,,მთავარარხელები ძალიან მალე გახევენ იმას, საიდანაც წამოვიდნენ”

Published on

“მთავარ არხზე”, რომელიც სულ ცოტახნის წინ დაფუძნდა, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას კვლავ დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ. როგორც ნიკა გვარამიას ფეისბუქლაივიდან გახდა ცნობილი, საინფორმაციო გამოშვებას “მთავარი ამბები” ერქმევა.
გიორგი გაბუნია კი მისი თქმით “მთავარზე” “ახალ პოსკრიპტუმს” წაიყვანს, თუმცა სახელზე ჯერ სრული თანხმობა არ არსებობს, გვარამია ამბობს, რომ გადაცემას “კვირის მთავარი” უნდა ერქვას, რასაც, როგორც გამოჩნდა, გიორგი გაბუნია არ ეთანხმება. 

არხზე გამალებით მიმდინარეობს მზადება ეთერში გასვლისთვის.გვარამია აცხადებს ტავის ამბიციებზე შექმნას პრინციპულად ახლებური და მაღალპროფესიული არხი, რომელიც დიდ კონკურებციას გაუწევს “ტვ. იმედს” და იბრძოლებს პირველობისთვის”. ამავე დროს იგი სათვალავში არც აგდებს ხალვაშისა და სალიას რუსთავი 2-ს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პირდება მაყურებელს, რომ ფეხზე დადგება. საკითხავია ეს ფეხი ივანიშვილი იქნება თუ დამოუკიდებლობა.

,,მთავარ არხს“ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, – აცხადებს თავის მხრივ პაატა სალია, მისი თქმით , „რუსთავი 2“ განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

„ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით გვარამიას არხთან მიმართებაში . გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, „რუსთავი 2“ დაანგრიოს. ტყუილი დაპირებებია თანამშრომლების მიმართ, რომ გადაიბიროს, თავის არხზე გადაიყვანოს, სადაც მათი მიღების საშუალება არ აქვს, არც ფინანსებზე აქვს წარმოდგენა, რითი შეიძლება გადაუხადოს ამ ადამიანებს ხელფასები. უბრალოდ, ცდილობს, ისინი მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც მას არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა. დანარჩენს, მაყურებელი შემოდგომაზე შეაფასებს, როცა აქტიური სატელევიზიო სეზონი დაიწყება. ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში“, – აცხადებს სალია

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გააჟღერებს.

„კადრებთან დაკავშირებით დეტალებს არ გაგიმხელთ, ვინაიდან კარგად იცით, თუ რა ხდებოდა, როცა საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატად ნინო შუბლაძე წარვადგინეთ. ამას არნახული ბულინგი, შანტაჟი და დაშინება მოჰყვა. იმ ფონზე, როცა ასეთი ადამიანები თავს კარგად და დაუსჯელად გრძნობენ, როცა სხვას აშანტაჟებენ, ვთლი, რომ წინასწარ გეგმების გაცხადება არასწორი იქნება. ყველაფერს მაშინ შეიტყობთ, როცა ხელშეკრულებები გაფორმდება. ამ ადამიანებს ბულინგისგან და შანტაჟისგან დავიცავთ“, – აცხადებს სალია.

ნიკა გვარამიას სასაცილოდარ ყოფნის პაატა სალიას მცდელობები და ოცნებები გადაიბიროს წასული კადრები. ,, R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია

ნიკა გვარამია ძალიან ლაკონურად პაუხობს სალიას ოპუსსაც მისი არხის ზეკონკურენტულობისა და მთავარი არხის პერსპეტივების შესახებ: მთავარარხელები ძალიან მალე გახევენ იმას, საიდანაც წამოვიდნენ”.

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...