მთავარისიახლეებისამართალიუცნობმა ქალმა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი დაჭრა

უცნობმა ქალმა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი დაჭრა

Published on

27აგვისტოს საღამოს თბილისში, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, როცა მას წინიდან მომავალი უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახხეზე დანა დაუსვა ამის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გაქცეულ პოლიცია დაედევნა.ბავშვი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვს წუხელვე ჩაუტარდა ოპერაცია ჟვანიას კლინიკაში. პედიატრიული განყოფილების ექიმის, მედეა რამიშვილ ს თქმით, ბავშვი კონტაქტური იყო, ზოგადი მდგომარეობა – საშუალო სიმძიმის. ბავშვს ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ქირურქგიულ განყოფილებაში პატარა პაციენტს ჭრილობა დაუმუშავეს და ნაკერები დაადეს ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. – განაცხადა მედეა რამიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, „პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა როგორ გამოიყურება, ცნობილია

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ქალის ფოტო, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბიჭი დაჭრა. მას ბავშვის ტყუპისცალი დის დაჭრის მცდელობა ჰქონდა.


სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...