მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად 10.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად 10.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

Published on

ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს, მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო, მისი მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 20  მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტში და ვადაში დასრულება ამ დრომდე არ მოხდა, უფრო მეტიც, სამუშაოები უხარისხოდ და ნორმების უხეში დარღვევით შესრულდა.

მშენებლობას კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:

  • მიდვრის საფარს გარშემო რკინა-ბეტონის ჯებირი აქვს შემოვებული, რომელთანაც შეჯახებისას ფეხბურთელებმა მძიმე ტრავმა შეიძლება მიიღონ.
  • ტრიბუნები ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელთა ნაწილი მოედანს კარგად ვერ ხედავს – მათ გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარებათ.
  • მინდვრის საფარი უსწორმასწოროა და რადგანაც სათანადოდ არ უვლიან, თითქმის გამხმარია
  • წყალსადენი სისტემის გაუმართაობის გამო ნაწვიმარი წყალი ტრიბუნებზე გროვდება.

მოკვლევა „ფლანგვის დეტექტორმა“ აწარმოა.როგორც ფლანგვის დეტექტორი განმარტავს, ზუგდიდის მერიაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მერიაში კი თითქმის ორჯერ გაზრდილ პროექტის ბიუჯეტს სამშენებლო ხარჯებზე მომატებული ფასებით ხსნიან, გამოვლენილ ხარვეზებს კი “საპროექტო შეცდომებს” უწოდებენ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...