მთავარისიახლეებიმსოფლიო„დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი დოლარს გამოყოფენ

„დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი დოლარს გამოყოფენ

Published on

„დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, თანხის გამოყოფა ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრაზილიის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ამაზონის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და „დიდი შვიდიანის“ ლიდერებს მოახლოებულ სამიტზე საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...