აშშ-მ და ევროპის 14-მა ქვეყანამ საერთო განცხადებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები დაგმო

0
624

ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს/უკან წაიღოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების გავრცელების ინიციატორი პოლონური მხარე იყო.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნები კვლავ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნებია:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები;
  2. ბულგარეთი;
  3. დიდი ბრიტანეთი;
  4. ესტონეთი;
  5. ირლანდია;
  6. კანადა;
  7. ლატვია;
  8. ლიეტუვა;
  9. ნორვეგია;
  10. პოლონეთი;
  11. რუმინეთი;
  12. შვედეთი;
  13. უკრაინა;
  14. ფინეთი;
  15. ჩეხეთი.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 25 აგვისტოს გაიმართა. შედეგებიდან გამომდინარე მეორე ტური დაინიშნება.

მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიციანი შეხვდებიან. პირველ ტურში ხაჯიმბამ 26,6 პროცენტი, ხოლო კვიციანმა 24,6 პროცენტი მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ მცდელობად აფასებს

წინა სტატიაყაზბეგში მოთოვა (ფოტო)
შემდეგი სტატიაბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში დასრულდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური