მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი2" -ზე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანად გვანცა დარასელია განიხილება

“რუსთავი2” -ზე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანად გვანცა დარასელია განიხილება

Published on

“ნიუპოსტის” ცნობით, თავად ჟურნალისტი, რომელიც აქამდე “სხვა შუადღის” ერთ-ერთი თანაწამყვანი იყო, არ ადასტურებს “კურიერის” წამყვანის პოზიციაზე მის გადასვლას და ამბობს, რომ შეთავაზება არ მიუღია. რაც შეეხება ტელეკომპანიაში მის დარჩენას, დარასელიას თქმით, მან გუნდის წევრებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს .

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა, ეთერში “კურიერის” ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამასთან რამდენიმე დღეში არხი “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის მფლობელმა “რუსთავი2”-ში მუშაობაზე ჟურნალისტები ვერ დაითანხმა. “კურიერში” გადასვლაზე უარი თქვეს სხვა ტელეკომპანიების მათ შორის “იმედის” ჟურნალისტებმაც.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...