მთავარისიახლეებისამართალისერგო რატიანი: ია კერზაიას საქმის გამოძიება დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის...

სერგო რატიანი: ია კერზაიას საქმის გამოძიება დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი- ევროპული საქართველო საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი შექმნას მოითხოვს

Published on

მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ევროპული საქართველო განსაზღვრავს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას – განაცხადა ბფირინგზე ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა.

“გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა – სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. 

მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ევროპული საქართველო განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას” – განაცხადა სერგო რატიანმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...