მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი დაჯარიმების შესახებ, არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. სასამართლომ სიჭინავა სტენსილის “გახარია წადი”-ს გამო 500 ლარით 1 აგვისტოს დააჯარიმა. ახალგაზრდებს, რომლებიც ზუგდიდში „გახარია წადი“ სტენსილებს აკრავდნენ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ოქმი გამოუწერა. “გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება 8 აგვისტოს შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი წაყენებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...