მთავარისიახლეებიპოლიტიკამინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

Published on

საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოსა და ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა, ბიზნეს წრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს აერთიანებს.

ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, რაჭული ლორი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები. მოწვეულმა სტუმრებმა „ქართული სახლი“ დაათვალიერეს და ქართული ნატურალური პროდუქტები დააგემოვნეს, ასევე, გაეცნენ საქართველოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

„ქართული სახლის“ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, არამხოლოდ დაათვალიერონ, არამედ შეიძინონ ქართული ნატურალური პროდუქტები. „ქართული სახლი“ ბელარუსში „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა.

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...