საქართველოს გულდამწვარი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

0
718

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ვუერთდებით ძალისხმევას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოვუწოდებთ მოქმედებისკენ ამაზონისთვის.- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძარზე .

ის, რაც ამაზონის ჯუნგლებში ხდება, ვერავის დატოვებს გულგრილს და სალომე ზურაბიშვილის განცდა ძალიან ახლობელია მილიონობით ადამიანისათვის მთელ მსოფლიოსი. მაგრამ. ვინ მოუწოდებს პრეზიდენტს მოქმედებისკენ საქართველოსთვის, რომელსაც სხვა ცეცხლი უკიდია, საკითხავი აი, ეს არის.

შეგახსენებთ, ამაზონის ჯუნგლები იწვის – ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა.

წინა სტატიარუსთავი 2 წამყვან სახეებთან ერთად დემონსტრატიულად დატოვა უამრავმა მაყურებლისთვის ,,უჩინარმა” თანამშრომელმაც
შემდეგი სტატია3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური