მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში ოფიციალურად გაიხსნა

0
495

მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში გაიხსნა. სტუმრებისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა 18:00 საათიდან გახდა შესაძლებელი. დღეს მსმენელის წინაშე მთავარი ჰედლაინერი NINA KRAVIZ წარსდგება. ფესტივალის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ Ehowaves წელს უფრო მასშტაბური იქნება.

„ფესტივალი ehowaves 2019 უკვე ოფიციალურად გაიხსნა. რაც შეეხება ბილეთებს, მისი გაყიდვები ონლაინ შეწყდა, თუმცა მსურველებს შეძენა საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. სტუმრების უსაფრთხოებაზე პოლიცია იზრუნებს, ხოლო ალკოჰოლის მიერ მიყენებული ზიანის შემცირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები -MANDALA და SAFEWAVES-იმუშავებენ. მოლოდინი ძალიან დიდია. ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი იქნება უკეთესი და მასშტაბური, ვიდრე იყო გასულ წელს”, – ამბობს ფესტივალის სპიკერი ლუკა ჯაშიაშვილი.

ორგანიზატორები ჯერჯერობით გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე არ საუბრობენ, თუმცა როგორც ჯაშიაშვილმა აღნიშნა, წელს უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან.

წელს ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენაა მოწყობილი. გარდა ამისა, გახსნილია 15 -ზე მეტი კვების ობიექტი. ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია დაცვის პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დღის განმავლობაში კი ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ და დაესწრონ ვორქშოფებს.

წინა სტატიამთავარ არხს უკვე ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აქვს
შემდეგი სტატიაგორის რაიონში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან 3 ვერტმფრენი ჩაერთო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური