მთავარისიახლეებისაზოგადოება„მორჩით ხალხის დაშინებას, ვერც დამიჭერენ და მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს''

„მორჩით ხალხის დაშინებას, ვერც დამიჭერენ და მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს”

Published on

ხელისუფლებ ტროლების მეშვეობით ყრის ხმებს, რომ მთავარი არხი ბლეფია და ეთერში ვერ გავა და, თუ გავიდა, მხოლოდ მცირე ხნით და მალევე დაიხურება უსახსრობის გამო.

,,მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე. იგი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი აქვთ და ტექნიკაც.

„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მითუმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში. „კურიერს“ როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

ნუ შინდებით და ნუ აჰყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ“.

იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ წარმატებას ვერ გისურვებთ – ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“, – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...