მთავარისიახლეებისამართალიეკა კვესიტაძე მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს...

ეკა კვესიტაძე მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს

Published on

რუსთავი 2-ის ყოფილი ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე ხელფასის არგაცემის გამო დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე რუსთავი 2-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია და მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს, მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას. ეკა კვესიტაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...