მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ,...

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა- მეთიუ ბრაიზა

Published on

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.

„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.

პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით,“ – განაცხადა ბრაიზამ.

 მეთიუ ბრაიზას თქმით, ამერიკის მთავრობაში მათ იცნობენ, როგორც პროფესიონალ და წესიერ ადამიანებს.

“ბადრი ჯაფარიძეს ამერიკის მთავრობაში იცნობენ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალსა და უწესიერეს ბიზნესმენს. ის ჩვენთვის მისაბაძი ადამიანია. იგივეს ვფიქრობ მამუკაზეც, უბრალოდ ბადრის უფრო დიდი ხანია და უფრო კარგად ვიცნობ. უკიდურესად არადამაჯერებლად მეჩვენება მტკიცება, რომ ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების სქემაში იყო გარეული”, – განაცხადა ბრაიზამ.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...