მთავარისიახლეებისაზოგადოებახალვაშის ტელევიზია პაატა იაკობაშვილმა და დავით ქაშიაშვილმაც დატოვეს

ხალვაშის ტელევიზია პაატა იაკობაშვილმა და დავით ქაშიაშვილმაც დატოვეს

Published on

კურიერის მაუწყევლობა შეწყვეტილია. საინფორმაციოს ნაცვლად დღეს დილით ეთერში სერიალი გავიდა. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს.

პაატა იკობიშვილი ამბობს, რომ ვერ იმუშავებს არხზე, სადაც მას სთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს.

“აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” .

“რუსთავი2”-ს დავით ქაშიაშვილიც ტოვებს – ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

“ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი.. 
ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ.
არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო ” – წერს დავით ქაშიაშვილი

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...