მთავარისიახლეებისამართალიბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დღეს ბრალს წაუყენებენ - ბრიფინგი ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო...

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დღეს ბრალს წაუყენებენ – ბრიფინგი ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურში

Published on

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს 14:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. მის წინააღმდეგ ყალბი აქტივების შექმნის ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაიწყო – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.


“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის, ყალბი ხელშეკრულების გაფორმების გზით კომპანიის მიერ წარდგენილი დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულაციის გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმე მილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსარკებლები.

სამსახურის ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით” – აღნიშნა განაცხადა საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყების უფროსოს მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა.

სიახლეები

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...