მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ამოძრავებს თამარ ჩერგოლეიშვილს გიგი უგულავას ნათქვამის დამახინჯებულ ინტერპრეტირებაში?

რა ამოძრავებს თამარ ჩერგოლეიშვილს გიგი უგულავას ნათქვამის დამახინჯებულ ინტერპრეტირებაში?

Published on

გიგი უგულავას ინტერვიუ, რომლის სათაურში ჩერგოლეიშვილმა განზრახ გაიტანა ფრაზა, რომელიც გიგი უგულავას არ უთქვამს, შესაძლოა კატალიზატორად იქცეს მათ გართულებულ ურთიერთობებში.

ინტერვიუ გავიდა ტვ პირველის ეთერში, მისი ტექსტური ვერსია თამარ ჩერგოლეიშვილმა ტაბულაში განათავსა სათაურით ,,უგულავა: მე მიღირს, ივანიშვილის მონოპოლია პრორუსულ პარტიებთან ერთად დავამარცხო”, როგორც ტექსტიდან ჩანს მსგავსი რამ გიგი უგულავას ნამდვილად არ უთქვამს, ხოლო ის თუ რა ამოძრავებდა თამარ ჩერგოლეიშვილსმისი ნათქვამის ამგვარ ინტერპრეტირებაში, ემატება უამრავ კითხვას. რომელიც დაგროვდა ჩერგოლეიშვილის მიმართ ქართულ ოპოზიციურ საზოგადოებაში. და როგორც ჩანს ვროპულ საქართველოშიც

დიანა ტრაპაიძის ინტერვიუ გიგი უგულავასთან

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროდასავლურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შესაცვლელად პრორუსული პარტიების მხარდაჭერა დასჭირდა, ამაზე უარი არ უნდა თქვას. 

ტვ პირველის ეთერში უგულავამ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კრიზისი არ შეიქმნას. 

მისი თქმით, ყველა პარტიის მთავარი ამოცანა სწორედ ივანიშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების დასრულება უნდა იყოს და ამისთვის ყველა შანსი უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან ამაზეა დაფუძნებული ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა

“პირველი და განუხრელი ამოცანა არის ივანიშვილის მონოპოლიის, საზიზღარი ძალაუფლების, არაფორმალური მმართველობის მონოპოლიის დამსხვრევა, წერტილი. 

და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლების მონოპოლია დაიმსხვრეს. ძალაუფლების მონოპოლია, რომელიც თქვენი ჰაკერია, რომელიც რეზინის ტყვიებს თვალში ესვრის ადამიანებს, რომელმაც ეკონომიკა გააჩანაგა, რომელმაც ეროვნული ღირსება შელახა, რომელმაც გაუგებარი პოლიტიკით მეორე უკიდურესობაში მიგვიყვანა რუსეთთან, აი ეს მონოპოლია უნდა დაინგრეს. 

თუ აუცილებელია, ივანიშვილის მონოპოლიის დამსხვრევა თუ მოითხოვს ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობას, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკი ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო. 

რანგირებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანა არის, პრო-ევროპულპარტიებთან ევროპულმა საქართველომ და მისმა პარტნიორებმა შექმნან მთავრობა და ამით ჩამოვაშოროთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ხელისუფლებას. საჭირო იქნება ამისთვის ნაციონალური მოძრაობა? იქნება ნაციონალური მოძრაობა. 

საჭირო იქნება ამოცანისთვის ხაზარაძე? – იქნება ხაზარაძე. უსუფაშვილი? – უსუფაშვილი. გირჩი? – გირჩი. 

თუ ყველა პროდასავლური ოპოზიცია არის 48% და ირმა ინაშვილი იძახის, რომ მე მიღირს, რომ ივანიშვილის მონოპოლია დაიქცეს და მას აქვს 5%, მე, გიგი უგულავა, თუ ვხედავ, რომ 48% მოვგროვდით ჩვენ, ყველა პროდასავლური ოპოზიცია და 5% გვჭირდება იმისთვის, რომ მყარად გადავცდეთ 50%-ს და ამით დასრულდეს ეს ვახკანალია, რაც ახლა ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უბედურება პროკურატურაში პროკურატურაში, მე თანახმა ვიქნებოდი და იმ 48% წარმომადგენელ პარტიებთან მე ჩემს პოზიციას დავიცავდი”, – თქვა უგულავამ. 

დიანა ტრაპაიძემ გიგი უგულავას ჰკითხა: 

“თუ 48% ბიძინა ივანიშვილის პარტიას ექნება და ირმა ინაშვილი მას შეუერთდება იმ მიზნით, რომ “მისა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, იმას რატომ არ ექნება ამისი უფლება, ის რატომ იქნება რუსული პარტია ამის გამო?”

უგულავამ კითხვის პასუხად თქვა: “ნუ გავიმეორებთ ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდას, რომ ივანიშვილის მარცხი ნიშნავს სააკაშვილის ავტომატურ დაბრუნებას ხელისუფლებაში. 

პროდასავლურმა ოპოზიციამ თუ მოახერხა და 48% მოაგროვა და 5% სჭირდება და ის მაინცდამაინც პრორუსულია, თუ მიიღო გადაწყვეტილება და ეს 5% შემოუერთდა და ამით ჩვენ ივანიშვილი გავაძევეთ ხელისუფლებიდან, ეს პროდასავლური ოპოზიცია მაინც პროდასავლური დარჩება, აი ეგ არის განსხვავება”.

სიახლეები

დაკავებული აქციის მონაწილეების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით...

ერდოღანის თქმით, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

რეჯებ ტაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან...

შსს აცხადებს, რომ აქციის 16 მონაწილე დააკავა

შსს აცხადებს, რომ აქციაზე 16 პირი დააკავა, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, სტრანსპორტის სავალ ნაწილზე...

სად არის სახალხო დამცველი?! მოვუწოდებ, იმოქმედოს! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სახალხო დამცველი დუმს და უმოქმედოდაა საზოგადოების უფლების...