,,ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთი 2008 წელს დადებულ ხელშეკრულებას არღვევს” – ,,ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

0
456

“ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთი 2008 წელს დადებულ ხელშეკრულებას არღვევს:


“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში რუსეთის ქმედებებით. ბორდერიზაცია, ღობეების განთავსება და ოკუპაციის გაგრძელება არ შეესაბამება 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ევროკავშირის სახელით პრეზიდენტ სარკოზის მიერ დადებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული“- წერს ჯოზეფ დოლი Twitter-ზე.

წინა სტატიაძმებმა ყარამანიშვილებმა გაასაჩივრეს თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა
შემდეგი სტატიარუსთავი2-დან ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური