მთავარიUncategorizedნოდარ მელაძე: დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებული რუსთავი 2 დან გამოვედი ამაყი,...

ნოდარ მელაძე: დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებული რუსთავი 2 დან გამოვედი ამაყი, იმიტომ რომ მე ვიყავი თავისუფალი კურიერის ხელმძღვანელი

Published on

6 წელზე ნაკლები რუსთავი 2-ში და 2 წელზე მეტი კურიერში. ეს იყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის ყველაზე მაგარი ხანა. დასრულდა… მორჩა… ხვალ უკვე ახალ ამბებს სხვები გააკეთებენ და სხვები მოგიყვებიან. წერს თავის პირად ფეისბუქგვერდზე რუსთავი 2 ის საინფორრმაციპ სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან

..მადლობა გუნდს, რომელიც ყველაზე მაგრა მუშაობდა. ჩვენ ერთად ვაკეთეთ ძალიან მაგარი კურიერი. ალბათ ვიყავი მკაცრი, ალბათ ვითხოვდი ბევრს, მაგრამ პირველ რიგში ვთხოვდი ჩემს თავს… შრომა შრომა შრომა. სულ მეჩქარებოდა, სულ დრო არ მყოფნიდა. დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებილი რუსთავი 2 დან გამოვედი ამაყი, იმიტომ რომ მე ვიყავი თავისუფალი კურიერის ხელმძღვანელი. იმ ადამიანებმა ვინც ჩემთან ერთად აკეთა კურიერი ეს ყველაზე კარგად იცის.

რუსთავი 2 წერდა საქართველოს ისტორიას და რუსთავი 2 ის ისტორიაც საქართველოს მსგავსია. დღეს ტელევიზიის ოკუპაცია ივანიშვილმა მოხდინა, როგორც რუსეთმა ქვეყნის შუაგულის. მავთულხლართები ერთი თვის წინ შემოავლეს ამ არხს, დღეს კი თავისუფლების ტერიტორიას, კურიერს მიადგენენ.

ხვალ ეს დღესც ისტორია იქნება. ვიღაც იქნება ცენზორი და ვიღაც კი გააგრძელებს შრომას, რომ აკეთოს თავისუფალი ახალი ამბები.

rustavi2.ge თქვენ ყველაზე მაგრები ხართ – წერს ნოდარ მელაძე

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...