მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "საქართველოში უნდა გათენდეს"

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველოში უნდა გათენდეს”

Published on

“საქართველოში უნდა გათენდეს” – ამ სლოგანით და 5-პუნქტიანი გეგმით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალურად დაიწყო. 9-წუთიან ვიდეოში ის მთავარი გზავნილებია თავმოყრილი, რომელიც პარტიას საპარლამენტო არჩევნების წინ აქვს. ერთ-ერთი მთავარი დაპირება, გადასახადების დიდი ნაწილის გაუქმებაა.

ვიდეოპრეზენტაციაში მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე 5-პუნქტიან ცვლილებებს აანონსებს. ერთ-ერთი მთავარი დაპირება ბიუროკრატიის შემცირებაა. პროექტის ავტორები აანონსებენ, რომ საქართველოს ყველაზე მცირე მთავრობა ეყოლება და ამდენ ფულს ჩინოვნიკების შენახვაზე აღარ დახარჯავენ. 

5-პუნქტიანი გეგმის თანახმად, უქმდება საპატიმრო სასჯელი მსუბუქ და ეკონომიკურ დანაშაულზე. მთლიანად იცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და უქმდება სუს-ის არსებული მოდელი.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი საარჩევნო პროგრამა თანაგუნდელებთან ერთად პირველად ვარშავაში წარადგინა. სწორედ პოლონეთის დედაქალაქშია გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლი. ცვლილებების პროექტს სიმბოლურად ვარშავის გეგმა ჰქვია. ამ გეგმის თანახმად შემცირებული ჩინოვნიკების ხარჯზე 1500 ლარამდე გაიზრდება პედაგოგთა ხელფასები. გასამმაგდება სოციალური დახმარება და ქვეყანა მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემაზე გადავა.

ვიდეოპრეზენტაციის შემდეგ ცვლილებების ხუთ პუნქტიანი გეგმის განხილვას პარტია უკვე საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან ერთად დაიწყებს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...