მთავარისიახლეებიპოლიტიკაძილისპირული ბიძინა ივანიშვილისათვის: შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენ თქვენს...

ძილისპირული ბიძინა ივანიშვილისათვის: შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენ თქვენს სასახლეში დაძინებას აპირებთ, გუგუთიანთკარში კი ოკუპანტებმა საკუთარი სახლები დააშლევინეს ჩვენს მოქალაქეებს

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბესო შენგელიამ, ბიძინამ ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქცია გამათა და ოკუპაციაზე ისაუბრა.
შენგელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მათი ხმა აუცილებლად უნდა გააგონონ ოლიგარქს.

შენგელიამ ივანიშვილს გუგუტიანთკარში არსებული ვითარება შეახსენა და ოკუპაციაზე ისაუბრა.მისი თქმით , “ოცნების” ხელისუფლება მოღალატეობრივი დუმილით ხელს უწყობს ოკუპანტს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებაში.

” დღეს ბიძინა ივანიშვილს შევახსენებ მაშინ როცა იგი მის სასახლეში დაძინებას აპირებს რამოდენიმე დღის წინ სოფელ გუგუთიანთკარში საკუთარი სახლები დააშლევინეს ოკუპანტებმა ჩვენს მოქალაქეებს და წასასვლელი არსად აქვთ…. ჩვენი დღეს ვისაუბრებთ ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის დროს ოკუპაციასთან არსებულ პრობლემებზე… ბატონო ბიძინა, მას შემდეგ რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში შვიდი წელი გავიდა და ამ შვიდი წლის მანძილზე, თქვენი ხელისუფლების ფერიოდში 52 კილომეტრზე მეტი სიგრძის ღობეები, ხნულები და მავრთულხლართებია გავლებული

ზნაურის, ცხინვალის, ჯავისა და ახალგორის რაიონებს დაკარგვის შემდეგ შიდა ქართლის სამი რაიონის, გორის, ქარელის და კასპის 29 სოფელში: ხურვალეთი, ქვემო ნიქოზი, მეჯვრისხევი, მერეთი, ქსუისი, გუგუთიანთკარი, დვანი, თამარაშენი, ატოცი, დიცი, კნოლევი, ავლევი, წერონისი, ბერშუეთი, დირბი, ჯარიაშენი, ქვემო ხვითი, ზემო ნიქოზი, ღოღეთი, კოდა, წნელისი, საკორინთლო, თვაურიბი, ახმაჯი, ქერე, ორტევი, წითელუბანი, ორჭოსანი, ყარაფილაში, გაავლეს ხნულები, მავრთულხლართები, ღობეები, აღმართეს ეგრეთწოდებული სასაზღვრო ბანერები, 2012-2019 წლების პერიოდში ოკუპანტების მიერ მიტაცებულია ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სოფლები გაყვეს შუაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შემოსავლის ერთადერთი წყარო წაართვეს გლეხებს, დაუნგრიეს-დაანგრევინეს სახლები, სააოკუპაციო ხაზში მოახვედრეს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სტრატეგიული ნაწილი, ასევე კავშირგაბმულობის ბოჭკოვან-ოპტიკური სადენი, ელექტროგადამცემი ხაზები “ლიახვი” და “ქართლი 2″… 1000 ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს საოკუპაციო საზღვრის პირა სოფლებიდან. ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია და ამ დროს თქვენი ხელისუფლება მოღალატეობრივი დუმილით ხელს უწყობს ოკუპანტს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებაში….” – განაცხადა შეგელიამ.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...