მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2-ის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუ ეს არ ...

რუსთავი 2-ის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუ ეს არ მოხდა დღესაც, ხალვაშის გეგმები შეიცვლება

Published on

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ ტელეკომპანიის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღესვე გააცნობს. 

“ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს”- ამბობს სალია ქრონიკასთან საუბარში.

რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს თქვა, რომ არხს ყიდის. მისი თქმით, არხი კრიზისშია და მისი ფინანსური შესაძლებლობები არ არის საკმარისი ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...